If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის JS ბიბლიოთეკა?

არსებობს მილიარდობით ვებგვერდი, რომელთაგან ბევრი არის გარკვეულწილად ინტერაქტიული. ბევრი მათგანი ინტერაქტიულობაში ერთმანეთს გავს. რამდენი ვებგვერდი გინახავთ, რომლებიც იყენებენ სლაიდშოუს? მე ასობით მინახავს!
აი, ერთ-ერთი National Geographic-ისგან:
National Geographic-ის სლაიდშოუს ეკრანის ანაბეჭდი („სკრინშოტი")
აი, ერთ-ერთი BBC-სგან:
BBC-ის სლაიდშოუს ეკრანის ანაბეჭდი („სკრინშოტი")
აი, ერთ-ერთი The Onion-სგან:
The Onion-ის სლაიდშოუს ეკრანის ანაბეჭდი („სკრინშოტი")
შეიძლება, ამ ვებ დეველოპერებიდან თითოეულმა დაწერა საკუთარი JavaScript-ის კოდი სლაიდშოუს გასაკეთებლად, მაგრამ ბევრმა მათგანმა, ალბათ, იგივე კოდი გამოიყენა. პროგრამისტებმა უნდა გამოვიყენოთ არსებული კოდი, როდესაც ეს შესაძლებელია, რათა დრო არ დავკარგოთ იმ კოდის წერაში, რომელიც სხვა პროგრამისტმა უკვე დაწერა.
JavaScript-ში ამას ბიბლიოთეკის გამოყენებით ვაკეთებთ. ბიბლიოთეკა არის JavaScript-ის ფაილი, რომელიც მოიცავს ფუნქციებს, რომლებსაც თქვენი ვებგვერდისათვის საჭირო დავალებების შესრულება შეუძლიათ.
როგორ გავიგოთ, რომელი ფუნქციების გამოყენება შეგვიძლია? შეგვიძლია, შევხედოთ JavaScript-ის ფაილს, თუ ის პატარაა, ან უკეთესი, შეგვიძლია, შევხედოთ დოკუმენტაციას. ბიბლიოთეკების უმრავლესობას აქვს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი ფუნქციების სიით ან რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებული მაგალითით.
მაგალითისთვის, აი გალერიის დოკუმენტაციის (სლაიდშოუების შესაქმნელად განკუთვნილი პოპულარული JS ბიბლიოთეკა) ნაწყვეტი:
გალერიის დოკუმენტაციის ეკრანის ანაბეჭდი
როდესაც პროგრამისტი ქმნის JS ბიბლიოთეკას და მას საჯაროს ხდის, ის შეგნებულად უზიარებს მას დანარჩენ მსოფლიოს - ეს ხშირად ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს დიდებული დოკუმენტაციისა და მაგალითების მოფიქრებას. შეიძლება, თქვენც გადაწყვიტოთ გარკვეული ფუნქციონალის მქონე ბიბლიოთეკის შექმნა, რომელსაც ძალიან გამოსადეგად თვლით და ის გაუზიაროთ დანარჩენ მსოფლიოს.
მაგრამ, პირველ რიგში, როგორ ვიყენებთ ბიბლიოთეკას? შემდეგში სწორედ ამას გაჩვენებთ!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.