If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ბრაუზერის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების გამოყენება

ვებ-დეველოპმენტი რთულია. ამიტომ ვებ დეველოპერები მუშაობისას იყენებენ ბევრ იარაღს და ისინი ყოველთვის ეძებენ ახალ იარაღებს.
ბრაუზერის დეველოპერის იარაღები, რომლებიც მოჰყვება თანამედროვე ბრაუზერების უმრავლესობას, არის ბევრი დეველოპერის ფავორიტი. ყველა ბრაუზერი განსხვავდება ამ იარაღების მიხედვით, მაგრამ მათ შორის მსგავსება მეტია, ვიდრე განსხვავება.

HTML-ის შემოწმება

ერთი დიდებული იარაღი არის ნებისმიერი ვებგვერდის ელემენტზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება და ამ ელემენტისთვის HTML-ის შემოწმება. აი, ვიდეო, რომელშიც გაიგებთ, როგორ გავაკეთოთ ეს Chrome-ში:
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

CSS-ის შემოწმება (Inspecting CSS)

კიდევ ერთი გამოსადეგი იარაღი არის CSS-ის ინსპექტორი; ამ იარაღით შეგიძლიათ, შამოწმოთ, რომელი სტილი ენიჭება ელემენტს და თქვენით სცადოთ სხვადასხვა სტილები. აი, ვიდეო, რომელიც გვაჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ ეს იარაღი ქრომში:
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი
ეს იარაღები გეხმარებათ როგორც სხვა ვებგვერდების სტრუქტურის გაგებაში, აგრეთვე თქვენი ვებგვერდის გამართვაში.
კიდევ მრავალი სხვა იარაღი არსებობს, მაგრამ ეს ორი ძალიან კარგია დასაწყისისთვის. სცადეთ ელემენტის შემოწმება ამ ვებგვერდზე და ვნახოთ, რას გაარკვევთ!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.