If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა ვისწავლოთ jQuery–ის შემდეგ

გილოცავთ jQuery-ის შესწავლას! თქვენ შეისწავლეთ დღეისთვის ვების ყველაზე პოპულარული JS ბიბლიოთეკა. გარდა იმისა, რომ შეძლებთ თქვენი ვებსაიტების jQuery-ის საშუალებით დაწერას, ასევე შეძლებთ, უფრო მარტივად გაიგოთ სხვა ვებ დეველოპერების მიერ დაწერილი კოდი და შეისწავლოთ ახალი JS ბიბლიოთეკები.

მეტი jQuery

ამ კურსში ჩვენ ნამდვილად არ დაგვიფარავს jQuery-ის მთლიანი მასალა - არსებობს სხვა ფუნქციები და ფუნქციების პარამეტრები, რომლებიც არ გვიხსენებია. გადახედეთ თქვენ მიერ გამოყენებული ყოველი ფუნქციის დოკუმენტაციას და დარწმუნდით იმაში, რომ ფლობთ მისი გამოყენების ყველა გზას.
შეგიძლიათ, დამატებით სახელმძღვანელოებსაც გადახედოთ - ბევრი მათგანის მასალას, ალბათ, ექნება თანაკვეთა იმ ცოდნასთან, რომელიც აქ მიიღეთ, მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღება გვეხმარება.

jQuery დანამატები

jQuery შესანიშნავი ბიბლიოთეკაა, რომელსაც ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუმცა ყველაფრის არა. მრავალი ვებ დეველოპერი იყენებს კონკრეტული დავალებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკებს ან UI ვიჯეტებს. ამ ბიბლიოთეკების დიდი ნაწილი დაწერილია სპეციალურად jQuery-ისთვის, ამიტომ ჩვენ მათ ვეძახით „jQuery დანამატებს". იმისათვის, რომ გამოიყენოთ jQuery დანამატი, პირველ რიგში, უნდა დაამატოთ თქვენს HTML გვერდში jQuery-ის script ტეგი, შემდეგ კი script ტეგი, რომელიც მიუთითებს js დანამატის ფაილზე. ჩატვირთეთ jQuery დანამატამდე. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი კოდიდან გამოიძახეთ jQuery-ის დანამატის ფუნქციის სახელი. მაგალითი შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
დანამატების საპოვნელად შეგიძლიათ, ინტერნეტში მოიძიოთ „jQuery plugins [სასურველი ფუნქციონალი]", მაგალითად: „jQuery plugin datepicker" ან მოძებნოთ npm jquery plugin packages. ზოგჯერ იპოვით რამდენიმე დანამატს, რომლებიც იმას აკეთებენ, რაც თქვენ გსურთ -- მსგავს შემთხვევებში შეგიძლიათ, დანამატის ასარჩევად გამოიყენოთ ეს რჩევები.

jQuery-ის მიღმა

კიდევ ბევრი ბიბლიოთეკაა სასწავლი, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო ძლიერი ვებგვერდების შექმნაში - როგორიცაა ბიბლიოთეკები მონაცემთა ვიზუალიზაციისათვის ან ბიბლიოთეკები კოდის არქიტექტურისთვის. წაიკითხეთ ჩვენი ბიბლიოთეკების სია და გამოსცადეთ მეტი მათგანი!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.