If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

„მეხსიერების თამაშის" შესავალი

"მეხსიერება" არის სახალისო თამაში, რომელიც შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში გქონდეთ ნათამაშები ნამდვილ ფურცლებზე. ამას ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ თამაშისთვის საჭირო მთავარი უნარი არის თქვენი მეხსიერება - რამდენად კარგად შეგიძლიათ ფურცლების პოზიციის დამახსოვრება. ეს, აგრეთვე, არის თამაში, რომლის კომპიუტერული ვერსიის შექმნა შეგვიძლია და არის ინფორმაციის დასამახსოვრებლად კომპიუტერული მეხსირების გამოყენების კარგი მაგალითი.
როგორც კი მოვრჩებით, აი, ასე უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი „მეხსიერების" თამაში:
თამაშის გასაკეთებლად დაგვჭირდება თამაშის ფიზიკური ნაწილების შექმნა დახატვის ბრძანებებით და თამაშის წესების ცვლადებითა და ლოგიკით იმპლემენტაცია. შევქმნით თამაშს ერთი მოთამაშისთვის, რომელიც გაამარტივებს თამაშის ლოგიკას. აი, ჩვენი გასაკეთებელი საქმის მონახაზი:
  • თამაში შედგება ლუწი რაოდენობის ფურცლებისგან, რომელთა ერთ მხარეს არის სურათები, მეორე მხარე კი ერთნაირი აქვთ. თითოეული სურათი ჩნდება ზუსტად ორ ფურცელზე.
  • როდესაც თამაში იწყება, ყველა ფურცელი უკანა მხრიდან ჩანს.
  • შემდეგ მოთამაშე ატრიალებს ორ კარტს, მათზე დაწკაპუნებით მონიშვნით. თუ ამ ორ ფურცელს აქვს ერთნაირი სურათი, ისინი სურათის მხარეს ამობრუნებული რჩებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფურცლები ისევ გადაბრუნდებიან მეორე მხარეს დროის მცირე პერიოდის შემდეგ.
  • თამაშის მიზანია, ყველა ფურცელი დატოვოს სურათის მხარეს გადმობრუნებული (ანუ, უნდა იპოვოთ ერთნაირი სურათების ყველა წყვილი) რაც შეიძლება ნაკლები მცდელობით. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები რაოდენობის მცდელობებისას უკეთესი ქულები ეწერება მოთამაშეს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.