If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის ანიმაცია?

გილოცავთ, თქვენ უკვე ისწავლეთ ნახატების შექმნა პროგრამირების უნარების გამოყენებით! ახლა თქვენ ისწავლით ამ ნახატების ანიმაციებად გადაქცევას კოდის რამდენიმე დამატებითი ხაზის საშუალებით.
პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ანიმაცია. როგორ გააკეთებდით ანიმაციას პროგრამირების გარეშე?
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ნახატი ფურცელზე, შემდეგ გადაშალოთ ეს ფურცლები ისე, რომ ნახატები მიმდევრობას ქმნიდნენ და დაამსგავსოთ ეს ანიმაციას. ეს ყველაფერი ანიმაციას მხოლოდ მაშინ დაემსავსება, როდესაც ყველა ნახატი მცირედ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. მაგალითად, შეხედეთ ამ ფურცელზე დახატული ქუჩაში მიმავალი მანქანის ანიმაციას:
ქაღალდისა და ფანქრის საშუალებით შექმნილი ქუჩაში მიმავალი მანქანის ანიმაცია
სავარაუდოდ ამ ანიმაციის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ის შესანიშნავი არაა. ის საკმაოდ რხევადია და საერთოდ არ შეიცავს ფერს.
მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მომავალში! ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი ანიმაცია პროგრამულად, მხოლოდ რამდენიმე ათეული კოდის დაწერით, მაგალითად, ისეთი, როგორიც ეს:
პროგრამირების საშუალებით შექმნილი ქუჩაში მიმავალი მანქანის ანიმაცია
გსურთ ამის დაპროგრამების შესწავლა? განაგრძეთ!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.