If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 1

გაკვეთილი 3: ხარისხის მაჩვენებლები

რა არის ხარისხის მაჩვენებელი

სალი აჩვენებს, რატომ არის ხარიხი იგივე, რაც მრავალჯერადი გამრავლება. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

უკვე ვიცით, რომ გამვრავლება შეგვიძლია გამოვსახოთ, როგორც განმეორებითი შეკრება. ანუ, თუ გვაქვს ორი გამრავლებული სამზე, ეს შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც ერთმანეთს დამატებული სამი ორიანი. გამოვა ორს პლუს ორი პლუს ორი აქ არის ზუსტად 1, 2, 3 ორიანი. და თუ მათ შევკრებთ, მივიღებთ ექვსს. ამ ვიდეოში კი გაეცნობით განმეორებითი გამრავლების იდეას და ახალ ოპერაციას, რომელიც რეალურად შეიძლება წარმოადგინოთ, როგორც განმეორებითი გამრავლება. ეს არის ახარისხების ოპერაცია. ძალიან უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რამდენიმე მაგალითზე ვნახავთ რომ ასეთი უცნაურიც არ არის. მოდი, გავეცნოთ იდეას: ორი მესამე ხარისხში - ასე ვკითხულობთ მას. მოდით ამას შესაბამისი ფერებით დავწერ. ორი მესამე ხარისხში. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს იგივეა, რაც ორჯერ სამი, რაც იქნება ექვსი. მაგრამ გაიხსენეთ, ეს არის განმეორებითი გამრავლება. ანუ ორის მესამე ხარისხში აყვანა იგივეა, რაც სამი ორიანის ერთამანეთზე გადამრავლება. ანუ, ეს ტოლი იქნება, არა ორს პლუს, ორი პლუს ორი, გამრავლებას გამოვსახავ პატარა წერტილით, არამედ ორი გამრავლებული ორზე და გამრავლებული ორზე. რას უდრის ორი გამრავლებული ორზე და გამრავლებული ორზე? ეს იქნება რვის ტოლი. ანუ, ორი მესამე ხარისხში არის რვა. კიდევ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. რისი ტოლი იქნება სამი მეორე ხარისხში (კვადრატში)? შეგიძლიათ ცოტა ხანი იფიქროთ ამაზე. გირჩევთ, რომ შეაჩეროთ ვიდეო. მოდი, ვიფიქროთ ამაზე, ეს ნიშნავს ორი სამიანის გადამრავლებას ერთმანეთზე. მოდი, გავამრავლოთ. ყვითლად დავწერ. გავამრავლოთ სამი სამზე. მივიღებთ ცხრას. კიდევ რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ. რას უდრის ვთქვათ, ხუთი მეოთხე ხარისხში? დაინახავთ, რომ რიცხვი ძალიან სწრაფად ძალიან გაიზრდება. ხუთი მეოთხე ხარისხში იგივეა, რაც ერთმანეთზე გამრავლებული ოთხი ხუთიანი. ანუ, ხუთი მეოთხე ხარისხში იგივეა, რაც ხუთჯერ, ხუთჯერ, ხუთჯერ, ხუთი.. აქ გვიწერია: 1,2,3,4 ხუთიანი. და მათ ვამრავლებთ. არ ვკრებთ. ეს არ არის ხუთჯერ ოთხი, და არ უდრის 20-ს. ეს არის ხუთჯერ, ხუთჯერ, ხუთჯერ ხუთი. რისი ტოლი იქნება ეს? ხუთი გამრავლებული ხუთზე არის 25. 25 გამრავლებული ხუთზე 125. 125 გამრავლებული ხუთზე კი - 625.