If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წრეებისა და ოთხკუთხედების ტოლი ნაწილები

სალი განსაზღვრავს, ფიგურები ორ ტოლ ნაწილად არის გაყოფლი თუ ოთხ ტოლ ნაწილად.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

როგორ არის გაყოფილი წრე? და ვნახოთ როგორაა. ვარიანტები: შუაზე. შუაზე ნიშნავს ორ თანაბარ ნაწილად გაყოფას. და აქ როგორც ხედავთ ორ კი არა, სამ ნაწილადაა დაყოფილი. მეოთხედებად: მეოთხედებად ნიშნავს ოთხ თანაბარ ნაწილად დაყოფას. მესამედებად: მესამედები მომწონს იმიტომ, რომ ერთი, ორი და სამი ნაწილია. სამივე ერთმანეთის ტოლი ჩანს. და მესამედებად დაყოფაც სწორედ ესაა. და არცერთი ზემოთ ხსენებული. მოდი, მე მაინც მესამედებს ავირჩევ. სწორია. შემდეგი. რომელი კვადრატებია გაყოფილი მესამედებად? ვნახოთ. ესე იგი, მოვნიშნოთ ყველა შესაძლო პასუხი. უნდა გვქონდეს ისეთი კვადრატი, რომ დაყოფილი იყოს სამ ნაწილად, მაგრამ თან, თითოეული ნაწილი ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. ეს კვადრატი არის სამ ნაწილად დაყოფილი. 1, 2 და 3. მაგრამ ეს ორი პატარაა, და შუა დიდი. ასე რომ, ეს არ გამოდგება. ეს კვადრატი მართლაც მესამედებადაა დაყოფილი. იმიტომ, რომ სამი ნაწილი გვაქვს და თითოეული არის ერთმანეთის ტოლი. ესე იგი, ეს არის სწორი. შემდეგ. აქ გვაქვს ოთხი ნაწილი, ამიტომ უკვე არ გვაწყობს. ხოლო აქაც არის სამი ნაწილი. თითქოს ეს კვადრატი ამოაბრუნესო, სამი თანაბარი ნაწილია. ესე იგი, ეს კვადრატიც არის მესამედებად დაყოფილი. მართალია. შემდეგი. რომელი წრეებია გაყოფილი მესამედებად? ისევ, პრინციპში იგივე შეკითხვა არის. უბრალოდ ახლა წრეები გვაქვს. ვნახოთ. პირველი წრე ნამდვილად არის მესამედებად დაყოფილი. იმიტომ, რომ სამი ტოლი ნაწილისგან შედგება, მეორეც ასე გამოიყურება. მესამე შედგება სამი ნაწილისგან, მეოთხეც შედგება სამი ნაწილისგან. მაგრამ, მესამეშიც და მეოთხეშიც ნაწილები ყველა ერთმანეთის ტოლი არ არის. ამიტომ, პირველი ორი იქნება სწორი პასუხი. რომელი წრეებია გაყოფილი ნახევრებად? ნახევრებად ნიშნავს — ორ ტოლ ნაწილად. მოვნიშნოთ ყველა სწორი პასუხი. პირველი ნამდვილად სწორია.  იმიტომ, რომ გაყოფილი არის შუაზე. ერთი ნახევარი და მეორე ნახევარი. ეს არც ისე შუაზე არის გაყოფილი. ანუ თუ დაუკვირდებით, ეს ნაწილი უფრო დიდია ვიდრე ეს ამიტომ, ეს არ იქნება სწორი. ეს სამ ნაწილადაა საერთოდ გაყოფილი ამიტომ, არც ეს გამოგვადგება. ხოლო, ეს არის, თითქოს ეს წრე დაატრიალესო, ორ ტოლ ნაწილად გაყოფილი. ამიტომ ეს ორი ვარიანტი არის სწორი. ძალიანი კარგი. როგორ არის გაყოფილი წრე? მესამედებად? არა. იმიტომ, რომ ორი ნაწილისგან შედგება. მეოთხედებად? ისევ არა. და შუაზე? არც შუაზე არის გაყოფილი. იმიტომ, რომ შუაზე გაყოფა ნიშნავს ორ ნაწილად გაყოფას. ოღონდ ისე, რომ თითოეული ნაწილი ერთმანეთის ტოლი იყოს. და ეს ნაწილები ერთმანეთს არ უდრის. ამიტომ, პასუხი იქნება არცერთი ზემოხსენებული. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)