If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.15

ათწილადები შეიძლება წილადების სახით ჩაიწეროს. ათწილადის წილადად გადასაქცევად ათწილადის რიცხვი ჩაწერეთ მისი თანრიგის თავზე. მაგალითად, 0.6-ის შემთხვევაში, ექვსი არის მეათედების თანრიგში, ამიტომ, 6-ს ვწერთ 10-ის თავზე, რათა მივიღოთ ტოლფასი წილადი, 6/10. საჭიროების შემთხვევაში, წილადი გაამარტივეთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდი, ვნახოთ, შევძლებ თუ არა 0.15-ის წილადად ჩაწერას ამ დროს მთავარი, რასაც უნდა დააკვირდე არის, თუ რა ადგილზე დგანან ციფრები. აქეთ ერთიანია და იგი ათეულების ადგილასაა. ანუ, შეგიძლია, ის ჩათვალო, როგორც 1*1/10 ხუთიანი არის ასეულების ადგილას, ანუ, შეგვიძლია, მას შევხედოთ, როგორც 5-ჯერ 1/100. ამ რიცხვს ასეთი ჯამის სახით გადავწერდი: ერთიანი წარმოადგენს ერთხელ 1/10-ს, ანუ, იქნებოდა 1/10-ს მიმატებული... ხუთიანი კი წარმოადგენს ხუთჯერ 1/100-ს. ანუ, იქნებოდა დამატებული 5/100. თუ მათ შეკრებას გადავწყვეტთ, უნდა მოვძებნოთ საერთო მნიშვნელი, საერთო მნიშვნელი არის 100. 100 არის 10-ისა და 100-ის უმცირესი საერთო ჯერადი. ანუ, გადავწერთ, როგორც რაღაც მეასედს დამატებული რაღაც მეასედი. 5/100 არ შეიცვლება, რადგან უკვე მეასედებში ეწერა. აქ კი თუ მნიშნვნელს 10-ზე გავამრავლებთ, რაც გავაკეთეთ, რათა 100 მიგვეღო, მაშინ მრიცხველიც 10-ჯერ უნდა გავზარდოთ. ანუ, რიცხვი იგივეა, რაც 10/100. ახლა მზად ვართ შეკრებისთვის. 10-ს დამატებული 5 არის 15, დავწეროთ 15/100 ამის გაკეთება უფრო სწრაფადაც შეგეძლო, რომ დაკვირვებოდი. იტყოდი, "შეხედე! უმცირესი ადგილი აქ არის ასეულის." ანუ, 1/10-ად ჩაწერის მაგივრად თავისუფლად შეგვიძლია, დავწეროთ 10/100 ან, შემიძლია, მთლიანი რიცხვი ჩავწერო 15 მეასედად. ახლა კი მე მინდა რიცხვი ბოლომდე შევკვეცო. მნიშვნელიც და მრიცხველიც ხუთზე იყოფა. ამიტომ, გავყოთ ორივე ხუთზე მრიცხველი, 15, გაყოფილი 5-ზე, არის 3. მნიშვნელი, 100, გაყოფილი 5-ზე არის 20. ეს უკვე არის ყველაზე მარტივი წილადი, რაც შეიძლებოდა მიგვეღო