If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კუთხის დაშლა

სალი პოულობს კუთხის ზომას შეკრებითა და გამოკლებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რას უდრის კუთხე COB? ეს არის C, ეს არის O და ეს არის B. გვეკითხებიან, რას უდრის ეს კუთხე? ეს არის კუთხე COB. არ გვეუბნებიან ზუსტად რამდენი გრადუსია ის. ჩვენ უნდა გამოვიანგარიშოთ. მათ მოგვცეს მხოლოდ მოსაზღვრე კუთხის გრადუსული ზომა. ეს კუთხე არის 45–გრადუსიანი კუთხე. კუთხე DOC არის მოსაზღვრე, რადგან მათ აქვთ საერთო ფრთა, ეს მონაკვეთი OC კუთხით COB. გვაძლევენ ამ კუთხეების გაერთიანებულ გრადუსულ ზომას. თუ აიღებთ ორი კუთხის ორ გარე ფრთას, ამ ორ გარე მონაკვეთს, თუ დააკვირდებით კუთხეს BOD, გვეუბნებიან, რომ ის არის 70 გრადუსი. თუ ორი მოსაზღვრე კუთხის გარეთა ორი ფრთით შედგენილი კუთხის გრადუსული ზომა, ორი გარეთა სხივი, თუ ასე გააგრძელებთ, 70 გრადუსია და ერთ-ერთი მოსაზღვრე კუთხე არის 45, მაშინ, ეს კუთხე, აი აქ, უნდა იყოს 70-ს გამოკლებული 45. სხვანაირად რომ დავფიქრდეთ, ამ უცნობ კუთხეს დამატებული 45 გრადუსი უნდა უდრიდეს 70 გრადუსს. ან ეს უცნობი უნდა იყოს 70 გრადუსისა და 45 გრადუსის სხვაობის ტოლი. რისი ტოლი იქნება ეს? ეს რომ იყოს 70-ს გამოკლებული 40, მივიღებდით 30-ს. მაგრამ, კიდევ უნდა გამოვაკლოთ ხუთი. გამოდის, რომ ეს იქნება 25 გრადუსი. კუთხე COB 25–გრადუსიანი აღმოჩნდა.