If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიგრძის მეტრული საზომი ერთეულების გარდაქმნა

ისწავლეთ კილომეტრების, მეტრების და სანტიმეტრების გადაყვანა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში, მოცემული კილომეტრები, მეტრებსა და სანტიმეტრებში უნდა გადავიყვანოთ. დავიწყოთ ორი კილომეტრით. გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო და ამის ამოხსნა დამოუკიდებლად სცადოთ. ვიცით, რომ ერთი კილომეტრი არის 1000 მეტრი. ეს შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ორჯერ 1000 მეტრი. ეს იქნება ორჯერ 1000 მეტრი, რაც 2000 მეტრის ტოლია. თუ გვინდა გადავიყვანოთ 11 კილომეტრი მეტრებში, იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს კილომეტრს, ანუ 1000 მეტრს. 11 კილომეტრი იქნება 11-ჯერ 1000 მეტრი. 11-ჯერ 1000 იქნება 11 000. ახლა, ეს მანძილები გადავიყვანოთ სანტიმეტრებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მეტრი ტოლია 100 სანტიმეტრის. ერთი მეტრი უდრის 100 სანტიმეტრს. თავსართი სანტი ნიშნავს ერთ მეასედს. სხვაგვარად შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ერთი სანტიმეტრი მეტრის ერთი მეასედის ტოლია. აქ გვაქვს მეტრების კონკრეტული რაოდენობა, თითოეული მეტრი 100 სანტიმეტრის ტოლი უნდა იყოს. თუ 2000 მეტრის სანტიმეტრებად ჩაწერა გვინდა, 2000 უნდა გავამრავლოთ 100-ზე. ეს იქნება ორი, სამი ნული გვაქვს ორი ათასიდან. ყოველთვის როდესაც ათზე ამრავლებთ, კიდევ ერთი ნული უნდა დავამატოთ. 100 ტოლია ათი გამრავლებული ათზე. აქ გვექნება კიდევ ორი ნული. ეს იქნება 200 000 სანტიმეტრი. მოდით აქაც იგივე გავაკეთოთ. გვაქვს 11 კილომეტრი, რაც 11 000 მეტრის ტოლია. გირჩევთ ვიდეო შეაჩეროთ და სცადოთ სანტიმეტრებში დამოუკიდებლად გადაყვანა. გვაქვს 11 000 მეტრი, თითოეული მეტრი ტოლია 100 სანტიმეტრის. ეს იქნება 11, გვაქვს 1, 2, 3, 4, 5 ნული. გამოგვივიდა 1,100,000 სანტიმეტრი.