If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რიცხვების სხვადასხვა თანრიგებად დაჯგუფება

სალი 4500-ს გადააჯგუფებს სხვადასხვა სახით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ გვაქვს 4500, რომელიც უდრის 3000 დამატებული რამდენი ასეული? მოდით ეს დავწეროთ მარცხნივ. მაგრამ მე დავწერ ამ დავალებას ათასეულებით და ასეულებით. ათასეულებს დავწერ ნარინჯისფრად. ეს უდრის ოთხი ათასს, რაც იგივე 4000-ს დამატებული 500-ია, რომელიც შეგიძლიათ განიხილოთ როგორც ხუთი ასეული. ეს ყველაფერი მარცხნივ დავწეროთ. ახლა კი შევხედოთ მარჯვენა მხარეს. ჩვენ გვაქვს სამი ათასი. ეს სამი ათასია. ახლა კი ნუ შევხედავთ ამას. დავფიქრდეთ, იმაზე, თუ რა უნდა დავუმატოთ მარჯვენა ჩანაწერს რომ მივიღოთ იგივე რიცხვი რაც წერია მარცხნივ? თუ შევადარებთ 3,000-ს და 4,000-ს ვნახავთ, რომ ზედმეტი ათასი გვაქვს. მოდით ეს ათასი დავამატოთ მარჯვენა მხარეს. ჩვენ დავწერთ დამატებით 1,000-ს აქ. ახლა კი გვაქვს 3,000-ს პლუს 1,000. შედეგად, გვექნება 4,000. მაგრამ ჩვენ კიდევ 500 გვჭირდება. შესაბამისად, დაგვჭირდება 500-ის დამატება სწორედ აქ. იმისათვის, რომ ტოლობა მივიღოთ, 4,000-ს პლუს 500 უდრის 3,000-ს პლუს 1,500. მოცემული დავალებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ორივე მხარე ერთმანეთის მსგავსად მარცხენა მხარეს გვაქვს 4,500 აი აქ, სწორეს ეს არის 4,500. სწორედ ეს, აი აქ. მარჯვენა მხარეს კი გვაქვს სამი ათასი. სწორედ, აი აქ. ეს არის სამი ათასი. ეს კი უნდა გამოვსახოთ ასეულებით. 1,500 იგივე 15 ასეულია. მოდით, ხელახლა დავწეროთ ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია ხელახლა დავწეროთ ეს, როგორც 4,500 იმისათვის რომ მივიღოთ ზემოთ დაწერილის მსგავსი ფორმატით შეგვიძლია დავწეოთ რომ 4,500 უდრის სამი ათასს პლუს ახლა ეს უნდა დავწეროთ ასეულობით. კარგით, ეს არის 15 ასეული. იგივეა, რაც 15-ჯერ ასი. ეს კი უდრის 1,500-ს. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც 15 ასეული, ანუ ვუმატებთ 15 ასეულს. ასე რომ ამ დავალებაში კითხვის ნიშნის ნაცვლად უნდა დავწეროთ 15.