If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მიმატების თვისებები

გამოიკვლიეთ შეკრების ჯუფდებადობის, გადანაცვლებადობისა და იგივეობის თვისებები.
ამ სტატიაში ჩვენ ვისწავლით შეკრების სამ ძირითად თვისებას. ამ თვისებების მოკლე შეჯამება:
გადანაცვლებადობის თვისება: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მაგალითად, 4+2=2+4.
ჯუფდებადობის კანონი: შესაკრებთა ჯგუფების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მაგალითად, (2+3)+4=2+(3+4).
შეკრების იდენტურობის თვისება: 0-ისა და ნებისმიერი რიცხვის ჯამი ამ რიცხვის ტოლია. მაგალითად, 0+4=4.

შეკრების გადანაცვლებადობის კანონი

გადანაცვლებადობის კანონი გვეუბნება, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. აი, მაგალითიც:
4+2=2+4
შენიშნავთ, რომ ორივე ჯამი არის 6, მიუხედევად იმისა, რომ შესაკრებთა წყობა გადანაცვლებულია.
აქ არის სხვა მაგალითი უფრო მეტი შესაკრებით.
1+2+3+4=4+3+2+1
აქედან რომელია გადანაცვლებადობის კანონის მაგალითი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

შეკრების ჯუფდებადობის კანონი

შეკრების ჯუფდებადობის კანონი ამბობს, რომ დაჯგუფების პრინციპის შეცვლით ჯამი არ იცვლება. მაგალითი:
(2+3)+4=2+(3+4)
გაიხსენეთ: მრგვალი ფრჩხილები მიგვითითებს, რომ პირველად ეს მოქმედება უნდა შესრულდეს. ანუ, ასე გამოვსახავთ მარცხენა მხარეს:
=(2+3)+4
=5+4
=9
და ასე გამოვთვლით მარჯვენა მხარეს:
=2+(3+4)
=2+7
=9
მიაქციეთ ყურადღება, რომ ორივე მხარის ჯამი არის 9, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მხარეს ჯერ 2 და 3 შევკრიბეთ, მარჯვენა მხარეს კი - 3 და 4.
აქედან რომელია შეკრების ჯუფდებადობის კანონის მაგალითი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

შეკრების იდენტურობის თვისება

შეკრების იდენტურობის თვისება ამბობს, რომ 0-ისა და ნებისმიერი რიცხვის ჯამი ამ რიცხვის ტოლია. მაგალითი:
0+4=4
ეს მართალია, რადგან 0-ის განსაზღვრებაა „რაოდენობის გარეშე", ანუ, როცა 4-ს ვუმატებთ 0-ს, 4-ის რაოდენობა არ იცვლება!
გადანაცვლებადობის კანონი გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა 0 რიცხვის წინ იქნება და შემდგომ. აქ გვაქვს ნულის შეკრების მიმართ ნეიტრალურობის მაგალითი, რომელშიც 0 რიცხვის შემდეგაა:
6+0=6
აქედან რომელია შეკრების იდენტურობის კანონის მაგალითი?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.