If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მესამე კლასი > თემა 4

გაკვეთილი 4: სვეტოვანი დიაგრამები

სვეტოვანი დიაგრამის აგება

ივარჯიშეთ მონაცემების წარმოსადგენად სვეტოვანი დიაგრამების აგებაში.

რა არის სვეტოვანი დიაგრამა?

სვეტოვანი დიაგრამები გადმოგვცემენ ინფორმაციას სხვადასხვა კატეგორიებზე. ასეთ დიაგრამაში თითოეული სვეტის სიგრძე წარმოადგენს რიცხვს.
სარამ თავის სკოლაში მესამეკლასელებს ჰკითხა, რა არის მათი საყვარელი შინაური ცხოველი. შემდეგ შედეგების საჩვენებლად, მან შეადგინა სვეტოვანი დიაგრამა. იმის საჩვენებლად, რომ 30-მა ადამიანმა აირჩია კატა, მან კატის სვეტი გაუთანაბრა 30-ს.
მოდით, სარას სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით, რამდენიმე კითხვას გავცეთ პასუხი.
სავარჯიშო ამოცანა 1A
რამდენმა ადამიანმა აირჩია თევზი?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

სავარჯიშო ამოცანა 1B
რომელი ცხოველი აირჩია ყველაზე მეტმა მოსწავლემ?
აირჩიეთ 1 პასუხი:

სვეტოვანი დიაგრამის აგება მონაცემების გამოყენებით

ლარსონების ოჯახს თაგვი ყავს, რომელიც ვაშლებს, სტაფილოებსა და ყველს ჭამს.
ამ ფოტოზე ნაჩვენებია ლარსონების ოჯახის თაგვის ერთი კვირის საკვები.
ამოცანა 2, ნაწილი A
რამდენი ვაშლი აჭამეს თაგვს ამ კვირის განმავლობაში?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

ამოცანა 2, ნაწილი B
ესე იგი, რომელ რიცხვს გაუტოლდება ვაშლების სვეტი?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

რადგან უკვე ვიცით, რომ ვაშლის სვეტი გაუსწორდება 9-ს, შეგვიძლია, დიაგრამაზე სვეტი ავწიოთ 9-მდე. შემდეგ კი შეგვიძლია, იგივე მოქმედებები გავიმეოროთ სტაფილოებისა და ყველის სვეტებზეც.
ამოცანა 2, ნაწილი C
შეადგინეთ სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც აჩვენებს თითოეული საჭმლის სრულ რაოდენობას

სვეტოვანი დიაგრამის აგება ცხრილების გამოყენებით

ელენე ფიქრობს, რა დაარქვას თავის კნუტს. გადაწყვეტილების მისაღებად მან თავის მეგობრებსა და ნათესავებს სთხოვა, რომ მათი აზრით საუკეთესო სახელისათვის მიეცათ ხმა.
სახელიხმების რაოდენობა
სკუტერი4
ფუმფულა8
ულვაშა11
ჯეიდი10
სავარჯიშო ამოცანა 3
ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენი ხმა მოიპოვა თითოეულმა სახელმა

სვეტების სახელების დარქმევა

ძაღლების გამსეირნებელმა წინა კვირას ოთხი ძაღლი გაასეირნა და ჩაიწერა, რამდენი დრო დაუთმო თითოეული ძაღლის გასეირნებას.
ძაღლისეირნობის წუთების რაოდენობა
ბასთერი45
ჩარლი70
ფლაფი80
ჯინჯერი20
სავარჯიშო ამოცანა 4
რა სახელი უნდა დაარქვას თითოეულ სვეტს ძაღლების გამსეირნებელმა?
სვეტი A:

სვეტი B:

სვეტი C:

სვეტი D:

რიცხვების მონიშვნა

არი თავის თევზს ტრიუკების გაკეთებას ასწავლის. მან ჩაინიშნა თუ რამდენჯერ გააკეთა თითოეული ტრიუკი მისმა თევზმა.
ბრძანებატრიუკების რაოდენობა
იცურე წრეზე12
გაბერე ბუშტები6
იცურე უკან-უკან15
ინფორმაციის გადმოსაცემად არიმ სვეტოვანი დიაგრამა ააგო, თუმცა ხაზებისათვის სახელების დარქმევა დაავიწყდა.
სავარჯიშო ამოცანა 5
რომელი დიაგრამა აჩვენებს ამ ხაზების სწორ სახელებს?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.