If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 1: ატომები, ნაერთები და იონები

400 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერებებს. ყოველი ნივთიერება შედგება ატომებისგან. ჩვენ შევისწავლით ქიმიურ ელემენტებს, მათ მახასიათებლებს (ატომური ნომერი, ფარდობითი ატომური მასა, იზოტოპები, მოლები) და ნაერთებს.

ქიმიის შესწავლისას სამყაროს იმაზე ბევრად მცირე მასშტაბებში წარმოვიდგენთ, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია დანახვა. ჩვენ გავიგებთ უმცირესი ელემენტარული ნაწილაკების, ატომების, შესახებ, რომლებისგანაც შედგება ჩვენ გარშემო არსებული სამყარო. რას წარმოადგენს ატომი და რა თვისებები აქვს მას? როგორ ვწონით ან როგორ ვითვლით ატომებს? მოცემულ კითხვებზე პასუხს ამ პარაგრაფში გაგცემთ!

ივარჯიშეთ

ატომებს შეუძლიათ, დაკარგონ ან მიიერთონ ელექტრონები და, შესაბამისად, წარმოქმნან იონები ან სპეციფიური კომბინაციებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და წარმოქმნან ნაერთები. ამ ტუტორიალში შევისწავლით, როგორ წარმოიქმნება იონები და ნაერთები და როგორ ვზომავთ და გამოვსახავთ მათ ვიზუალურად.
ანიონებსა და კატიონებს შეუძლიათ ისეთი კომბინაციებით დაკავშირება, რომ წარმოქმნან იონური ნაერთები, მაგალითად, როგორებიცაა: ნატრიუმის ქლორიდი (სუფრის მარილი) და ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ნატრიუმის ბიკარბონატი, ანუ, სასმელი სოდა). ამ თავში შევისწავლით, თუ როგორ უნდა დავასახელოთ იონები და იონური ნაერთები ფორმულის მიხედვით, და პირიქით, როგორ ვიპოვოთ ნაერთის ფორმულა მისი სახელწოდების მიხედვით.

ივარჯიშეთ

განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 320 ქულა
შეისწავლეთ, თუ როგორაა შესაძლებელი მასური სპექტრომეტრიის მეშვეობით იზოტოპების აღმოჩენა. იზოტოპები - ესაა ერთისა და იმავე ელემენტის ატომები, რომლებსაც ბირთვში ნეიტრონების განსხვავებული რაოდენობა აქვთ.
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 400 ქულა!