If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მესამეკლასელები სანტა რიტას დაწყებით სკოლაში რობოტებს აწყობენ

მისის როვანის მესამეკლასელები სწავლობენ ნივთიერებებსა და ენერგიას ხანის აკადემიასთან ერთად რობოტი-სპაუტის აწყობით. განსაკუთრებული მადლობა სანტა რიტას მოხალისე მშობლებს, კამი თორდარსონს, კარენ უილსონსა და რა თქმა უნდა, ლალე როვანის, კლასის მასწავლებელს. შემქმნელია კარლ ვენდტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩემი აზრით, მე-3 კლასელების ასეთ გარემოში დანახვა, სწორედ ის არის, რასაც ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ პრაქტიკული გამოცდილებზე, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლაზე და გაოცებული ვიყავი, რომ ბავშვები გებულობდნენ კონცეფციებს. იმას ვგულისხმობ, რომ შევამოწმე 3-4 ბავშვი და თითოეულს რომ შევეკითხე სენსორებზე, მათ შეძლეს აეხსნათ, რატომ ეჯახებოდა რობოტი ხეს და როგორ უნდა შემობრუნებულიყო ძრავი. მე გაოგნებული ვიყავი იმ ლექსიკით და კონცეფციით, რასაც ბავშვები იცნობდნენ. ბავშვი: „როდესაც რაიმეს შეეჯახება, რაც ამას უკან გააგდებს, რომელიც ძრავს ეხება, ეს შემოატრიალებს ძრავს, მას სხვა მხარეს შეატრიალებს.“ „ესენი სენსორებია. თუ ისინი დაეჯახებიან კედელს, ეს აიძულებს მათ უკან წავიდეს.“ თემის ახსნის პირველივე დღიდანვე, ატომიდან დაწყებული და ყველაფერი ამის გავლა, გასაოცარი იყო, რომ მოსწავლეები დაინტერესებულები იყვენენ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო იმიტომ, რომ იცოდნენ საბოლოოდ რობოტი უნდა აეწყოთ. მაგრამ, ისინი დაინტერესებულები იყვნენ შინაარსითაც. და პროცესის ცოდნითაც. შემდეგ, როდესაც მასალის მიღმაც გავედით და დავიწყეთ პროგრამებით სწავლა, მოსწავლეები ისე აღფრთოვანდნენ იმ ფაქტით, რომ მათ შეეძლოთ ცხელი წებოს თოფების გამოყენება და დარჩილვის სწავლა, ამ პროცესის ყურება იყო განსაცვიფრებელი. „ყველაზე რთული ტექნიკური ნაწილი იყო დარჩილვა და ცხელი წებოს გამოყენება.“ „როცა ჩავატარეთ ტესტი ლაბირინთში თითქოს -მაგიდა იყო ცოტა სრიალა, ამიტომ რობოტი ვერ აკეთებდა თავის საქმეს- ის დასრიალებდა მაგიდაზე, ამიტომ დაგვჭირდა რეზინის ფენის დამატება, აი აქ.“ კაცი: „ამ პროექტიდან ვისწავლე, რომ ხანდახან არ იცი რა არ იცი.“ ქალი: „მართალია!“ კაცი: „ამ კლასში მოსვლის შესაძლებლობა განსაკუთრებით დასაფასებელია. შევამოწმეთ ჩვენი ვარაუდები; რაზეც ვამბობდით, რომ ეს კარგი აზრი იყო, ან არ იყო კარგი. ახლა უკეთესი წარმოდგენა გვაქვს, რა მუშაობს და როგორ შეგვიძლია გავავრცელოთ.“ ბავშვი: „ეს ადრე ძალიან შორს იყო, ამიტომ ძალიან ნელა დადიოდა. თუ მას უფრო მეტად დააწებებთ შიგნით, უფრო მეტად სწრაფად წავა.“ „წინაღობები გამოყოფენ მანათობელ დიოდებს, ბევრ შუქს.“ „ესენია მანათობელი დიოდები, აი აქ. ესენი ჩამრთველები, ბატარეას დამჭერი — ბატარეებთან ერთად. ესენია ფურცლის სამაგრები. ესენი განსხვავებული ჩამრთველები არიან. ესენია წინაღობები. ესენია ძრავები. ეს არის რაც დავრჩილეთ. მათზე გვაქვს მავთულები დამაგრებული.“ მათი აღქმის სიღრმე გასაოცარი იყო ჩემთვის და არ ვიცი, რატომ უნდა ყოფილიყო. ვიღაცამ მითხრა დღეს: „გამონაკლისი არ უნდა იყოს, რატომ არ ვსწავლობთ ასე ყოველთვის.“ მეც ვუპასუხე: „ზუსტად! რატომ არ ვსწავლობთ ასე ყოვლეთვის?!“ იმიტომ, რომ ეს შესაძლებელია. გასაოცარია რისი გაკეთება შეგიძლია ბავშვებთან ერთად. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ასეთ პროექტში არის პრაქტიკული გამოცდილება. ბევრ რამეს გებულობენ, რაც წიგნში წაუკითხავთ — ატომებზე და იმაზე თუ რა არის ენერგია და ენერგიის წყაროები. სწავლობენ, რომ მზის სინათლეც ენერგიის წყაროა, მაგრამ სინამდვილეში ვიყენებთ მზის ბატარეას და ის, რომ თვითონ ხედავენ სხივის გადაქცევას ენერგიად და როგორ ინთება მანათობელი დიოდები, ვფიქრობ, ეს ამდიდრებს გამოცდილებას.